Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-05-11
Beginning 11:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი

2022 წელი ცნობილი უნივერსიტეტელი ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის 100 წლის იუბილეა.

 

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა 11 მაისს, 11:00 საათზე მართავს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის ქართველოლოგიურ სამეცნიერო კითხვანს.
 

2012 წელს, ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცნიერმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა პირადი ბიბლიოთეკა. ისტორიკოსის წიგნების კოლექცია, რომელიც 4310 საბიბლიოთეკო ერთეულს ითვლის, ძირითადად საისტორიო შინაარსის ლიტერატურისგან შედგება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში ინახება.
 

2018 წელს, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში 321-ე აუდიტორიას მიენიჭა ცნობილი ქართველი მეცნიერის მარიამ ლორთქიფანიძის სახელი, სადაც პირველად გაიმართა აღნიშნული კითხვანი.

 

კითხვანის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველოლოგიური კვლევების განვითარებას, კვლევების შედეგად მიღებული სამეცნიერო სიახლეების პოპულარიზაციას. 

 

 

 

 

 

 

 

 

Related events