Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-05-05
Beginning 10:00 HR
Address თსუ კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ.N1, სააქატო დარბაზის ფოიე

მიმდინარე წლის 5-6 მაისს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ (სატელიტური სიმპოზიუმებით და ლექტორიუმით).

 

კონფერენციის მიზანია სამედიცინო დარგში მიმდინარე უახლესი კვლევების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, თსუ-ში საერთაშორისო პარტნიორული კვლევების ინიციაცია და ამ კვლევებში ახალგაზრდა მკვლევართა, დოქტორანტთა და სტუდენტთა ჩართვის ხელშეწყობა. კონფერენციაში მონაწილეობენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები. 

 

2021 წელს თსუ მედიცინის ფაკულტეტთან შექმნილ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოში  გაწევრიანებულია  15 ცნობილი მეცნიერი 10-ზე მეტი ქვეყნიდან. 

მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო წარმოადგენს მედიცინის სხვადასხვა დარგის წამყვანი ექსპერტების საკრებულოს, რომლის წევრებიც გამოთქვამენ თსუ მედიცინის ფაკულტეტთან თანამშრომლობის სურვილს - საგანმანათლებლო, კვლევით და პრაქტიკულ სფეროებში. მრჩეველთა საბჭო ხელს უწყობს ფაკულტეტზე კვლევებისა და განათლების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ამაღლებას -  კონსულტაციების, საექსპერტო საქმიანობის, დარგობრივი ლექციების და სამეცნიერო ფორუმების ორგანიზების, გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.

6 მაისს სიმპოზიუმი ითვალისწინებს თსუ მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს სხდომის ჩატარებას - სადაც შემუშავებული იქნება საბჭოს სამუშაო გეგმის მონახაზი - საბჭოს წევრთა და მათი ინსტიტუციების შესაძლებლობების და გეგმების გათვალისწინებით. 6 მაისსვე მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები წაიკითხავენ საჯარო ლექციებს.

დღეისათვის უკვე ჩატარდა საბჭოს 3 სხდომა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.  საბჭოს წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს ორ წელიწადში ერთხელ თსუ-ის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოწყობას.  

იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

Related events