Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-12-22
Beginning 13:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი

22 დეკემბერს, 13.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პროფესორ ჯაბა სამუშიას წიგნების „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ და „საისტორიო ძიებანის“ პრეზენტაცია.

 

გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ გამოცემულ წიგნში „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან“ პოპულარულ ენაზე გადმოცემულია ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა თბილისის დაარსება და განაშენიანება, სამეფო კარისა და ურჩი ფეოდალების დაპირისპირება, დავით აღმაშენებლის სტატუსი გამეფებამდე, თამარის ეპოქისა და მისი მემკვიდრეების დროინდელი პოლიტიკური სიტუაცია, შავი ჭირის ეპიდემია მე-19 საუკუნის დასაწყისში, საქართველო და დასავლეთი ალექსანდრე მაკედონელის დროიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე, ქართული ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა პირველი რესპუბლიკის დროს და სხვა.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ წიგნში „საისტორიო ძიებანი“ მოცემულია ინფორმაცია ბიზანტია საქართველოს ურთიერთობის, თამარისა და დავითის ეპოქაში მეფეთა კურთხევის წესის, თბილისის მოსახლეობის შესახებ გვიან შუა საუკუნეებში, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ „თურქეთის საქართველოს“ შესწავლის, კავკასიის იდეის არსებობაზე მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში და სხვა.  

 

პრეზენტაციას დაესწრებიან თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები.

 

Related events