Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2022-12-28
Beginning 17:00 HR
Address ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია N 06

28 დეკემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ეგიდით გამოცემული რიგით მეჩვიდმეტე ყოველწლიური კრებულის „ადამიანის უფლებათა დაცვა: საერთაშორისო და ეროვნული გამოცდილება“ პრეზენტაცია გაიმართება.


კრებულის გამოცემის ინიციატორი და სამეცნიერო რედაქტორია თსუ-ს პროფესორი კონსტანტინე კორკელია. 


პრეზენტაციას დაესწრებიან აკადემიური წრეების, ასევე საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები. 

 

კრებული მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა სფეროში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას, ასევე საკანონმდებლო ბაზისა და სასამართლო და ადმინისტრაციული პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობას საქართველოში. კრებულში თავმოყრილია ავტორთა ნაშრომები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებშიც ისინი გამოთქვამენ საყურადღებო მოსაზრებებს − როგორ უნდა გაუმჯობესდეს საქართველოს კანონმდებლობა და დაიხვეწოს პრაქტიკა.

 

კრებულში თავმოყრილი სტატიები ეძღვნება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიაა ნაფიც მსაჯულთა საქმეების წინასწარი გაშუქება მედიაში, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიება, ინფორმირებული თანხმობის გაცემის წესები; დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება; ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ; საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის გამოყენება აფხაზეთში;  რელიგიური მოტივებით განპირობებული რწმენის გაცხადების თავისუფლება; ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენება სამართალდამცავ ორგანოებში; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობა, როგორც ადამიანის ძირითადი უფლება;  სქესობრივი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიციების ჰარმონიზება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან; არასრულწლოვანთა ქორწინების პრევენცია და სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა.

 

კრებული განკუთვნილია როგორც იურიდიული პროფესიების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის: მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისათვის, პროკურორებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის, ისე ადამიანის უფლებათა საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის. 


კრებულის გამოცემა მხარდაჭერილია საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის მიერ. 

 

 

 

Related events