Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-05-16
Beginning 11:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

16 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ოთხი უნივერსიტეტი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამი არასამთავრობო  ორგანიზაცია (განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, „მარიანი“ და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის) ხელს მოაწერენ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელის დაარსებისა და მის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.  ქსელის დამფუძნებელი ორგანიზაციები არიან ერაზმუს + პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ (Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI“) კონსორციუმის წევრები -  პროექტი 2019 წლიდან ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინაციით.

 

ქსელის ძირითადი მიზანია გააერთიანოს სფეროში მოქმედი ყველა დაინტერესებული მხარე -  სახელმწიფო სტრუქტურები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამოქალაქო სექტორი, განათლების სხვადასხვა საფეხურზე ინკლუზიური განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

ქსელს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც იზიარებს მემორანდუმის შინაარსს და მზად არის ითანამშრომლოს სხვადასხვა საგანმანათლებლო საფეხურზე ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად.

 

Related events