Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-06-10
Beginning 11:00 HR
Address თსუ XI კორპუსი, 101 აუდიტორია

I სტუდენტური ინგლისურენოვანი კონფერენცია ,,იპოვე საერთო ღირებულებები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, კომპიუტერული მეცნიერებების ინგლისურენოვანი პროგრამის ორგანიზებით 10 ივნისს გაიმართება I სტუდენტური კონფერენცია ინგლისურ ენაზე.

 

კონფერენციის მიზანია სტუდენტების მიერ საგაზაფხულო სემესტრში კულტურათაშორისი განათლების კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება აუდიტორიისთვის. საგნის სწავლება ხელს უწყობს, ადამიანის ცნობიერების, დამოკიდებულების და ცოდნის გარდაქმნას კომპეტენციებად; სტუდენტები განივითარებენ ისეთ უნარებს და ქცევებს, რომელთაც შედეგად მოყვება კულტურათაშორის კომუნიკაციაში მათი მარტივად ადაპტირება. საგნის სწავლება მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის მოცემულობაში, განსაკუთრებით გლობალიზაციის პერიოდში ცვლილებებთან შესაგუებლად. ეს ყველაფერი ძალზე სჭირდებათ კომპიუტერული მეცნიერებების, ტექნიკური მიმართულების სტუდენტებს. კონფერენციას გახსნიან ორგანიზატორები: კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა ხაჩიძე და იდეის ავტორი ელენე ცაცუა.

ელენე ცაცუას პრეზენტაციის თემა არის: ,,იპოვე საერთო ჰუმანური ღირებულებები“ მოწვეულ სტუმარი იქნება მედეა გუგეშაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან, პროექტის მენეჯერი. ის ისაუბრებს შემდეგ საკითხზე: ,,ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ კონფერენციაზე წარსდგება 18 მომხსენებელი სტუდენტი. ისინი აუდიტორიას ინტერაქტიულად წარუდგენენ საინტერესო თემებს როგორიც არის განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების კულტურული მიმოხილვა, კულტურათაშორისი კომუნიკაციის ბარიერები, მოქალაქეობა და მონაწილეობა და სხვ.

Related events