7 ნოემბერს, 18:00 საათზე კლუბ "დავითის" ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: "დავით IV აღმაშენებელი: ცხოვრება და მოღვაწეობა".
საჯარო ლექციას გაუძღვება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.
ლექციაზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:
დავით აღმაშენებლის გამეფება;
დავით აღმაშენებლის მიერ გატარებული რეფორმები;
დიდგორის ბრძოლა და ა.შ.
დასწრება თავისუფალია!
Related events