Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-11-30
Beginning 14:00 HR
Address ქალაქი ყვარელი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, შოთა რუსთაველის ქ #2

30 ნოემბერს, 14:00 საათზე, ქალაქ ყვარელში წიგნის ,,ყვარლის მუნიციპალიტეტი“ წარდგენა გაიმართება, რომელიც მიმდინარე წელს დაფინანსებული თსუ სტუდენტური პროექტის ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა. 

 

წიგნის თანაავტორები არიან თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის, გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი, საბაკალავრო პროგრამა ,,გეოგრაფიის“ სტუდენტები: ნინო ციკოლია (პროექტის ხელმძღვანელი), ანა გულბანი მაგისტრანტი მარიამ ბუცხრიკიძე.

 

წიგნში განხილულია ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები, დეტალურად დახასიათებულია, საველე კვლევების დროს მოპოვებული მასალები, ერთი ქალაქისა და მუნიციპალიტეტში არსებული ტერიტორიული მართვის ორგანოში გაერთიანებული, საინტერესო გეოგრაფიული პირობებით და კულტურული მემკვიდრეობით გამორჩეული 22 სოფლის შესახებ. სტუდენტური სამეცნიერო პროექტის კვლევის მიზანი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის ტურისტული რესურსების (ისტორიული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა) გეოგრაფიული შეფასება, რაც, გარკვეულწილად, შეავსებს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შესახებ არსებულ გეოგრაფიული მონაცემების სიმწირის ხარვეზებს, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცნობადობის გაზრდასა და სხვადასხვა სახის ტურისტული მიმართულების განვითარებას. წიგნი განკუთვნილია როგორც, ვიწრო სპეციალისტების, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.

 

 

Related events