Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2023-12-13
Beginning 12:00 HR
Address მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, რექტორატი.

პრესრელიზი

13 დეკემბერს, 12:00 სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობა „ბაკმს“ შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის მიზანი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ახალი წიგნებით გამდიდრებაა. თანამშრომლობის ფარგლებში გამომცემლობა ვალდებულებას იღებს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადმოსცეს ახალი გამოცემების თითო ეგზემპლარი.  მემორანდუმის თანახმად უნივერსიტეტი დახმარებას გაუწევს გამომცემლობას ახალი გამოცემების პრეზენტაციებსა და სპეციალური საუნივერსიტეტო ფასდაკლებებით გამოფენა–გაყიდვის ორგანიზებაში.

მემორანდუმს ხელს მოაწერს გამომცემლობა „ბაკმის“ დირექტორი რუსუდან მოსიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია.

 

Related events