Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Map
Date 2024-01-29
Beginning 14:00 HR
Address შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი მერაბ კოსტავას N 5

29 იანვარს, 14:00 საათზე კემბრიჯის აკადემიური გამომცემლობის მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი მონოგრაფიის - კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში - (Identifying Cultural Intersections in the Works of Shota Rustaveli and Nizami Ganjavi) პრეზენტაცია გაიმართება.


მონოგრაფია - კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა, მისი ინგლისურენოვანი თარგმანი - Identifying Cultural Intersections in the Works of  Shota Rustaveli and Nizami Ganjavi - კი გამოსცა კემბრიჯის აკადემიურმა გამომცემლობამ.

 

მონოგრაფია შედგება 6 თავისაგან: 

რუსთაველი და ნიზამი - საკითხის შესწავლა ისტორიულ ჭრილში; 

რუსთაველი - გზა რენესანსისაკენ; 

ნიზამი - პოეტი და მოაზროვნე;

რუსთაველისა და ნიზამის ესთეტიკური შეხედულებები; 

რუსთაველისა და ნიზამის ფილოსოფიური შეხედულებები; 

რუსთაველისა და ნიზამის ეთიკური კონცეფცია.

 

წიგნში განხილულია, ერთი მხრივ, ნიზამი განჯელისა და შოთა რუსთაველის შემოქმედების ძირეული პრობლემები, მათი თანხვედრის ტიპოლოგიური არსი, მეორე მხრივ, ის ისტორიულ–კულტურული თუ ლიტერატურულ–ესთეტიკური ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მათ შორის განსხვავებას.

 

 

Related events