3-5 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია “ეროვნულ-გამათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა კავკასიასა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში”, რომელიც ეძღვნება 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავს
თანამონაწილე ორგანიზაცია: სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი.
მხარდამჭერები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიეროშევსკის ცენტრი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი CS-II-24-036];
კონფერენციის მიზანია კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში კავკასიაში ეროვნული და დემოკრატიული იდეების ფორმირებისათვის თვალის გადევნება; ეროვნულ-გამათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობის დინამიკის ჩვენება საბჭოური ისტორიის მთელ სიგრძეზე (1920-1991); ეროვნულ-გამათავისუფლებელ/ ანტისაბჭოთა მოძრაობების უმთავრესი მახასიათებლების გამოყოფა და ურთიერთკავშირის გაანალიზება; კავკასიის ხალხთა ეროვნული და ანტისაბჭოთა მოძრაობის ევროპულ კონტექსტში გააზრება, რაც გასაგებს გახდის მის როლს კომუნისტური ტოტალიტარიზმის ნგრევაში.
პროექტი ხელმძღვანელი: გიორგი ჭეიშვილი (თსუ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო)
პროექტის თანახელმძღვანელი: ჰარუთიუნ ხუდანიანი (სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტი, სომხეთი)
პროექტის კოორდინატორი: ნატო სონღულაშვილი (თსუ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო)
სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე: მიხეილ ბახტაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო)
საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე: ვალერიან ვაშაკიძე (თსუ ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო)
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.