Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2024-11-19
Beginning 18:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ.N1. თსუ I კორპ. სააქტო დარბაზი

19 ნოემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის „მეგობართა კლუბის“ ინიციატივით, გაიმართება ცნობილი ქართველი უნივერსიტეტელი პოეტისა და მწერლის ოთარ ჭილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

 

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის თეატრალური დასი: „სხვენი“, (რეჟისორი ქეთევან ოქუაშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი გომურაშვილი) წარმოადგენს თეატრალიზებულ ინსცენირებას, რომლის დროსაც გახმოვანდება ოთარ ჭილაძის გამორჩეული ლექსები.

 

საღამოს დაესწრებიან: ოთარ ჭილაძის ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები, ასევე, მოწვეული იქნებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები: ლია სტურუა, კირა ანდრონიკაშვილი, ნანული აბესაძე, მანანა კვაჭანტირაძე და ა.შ. საღამოზე სიტყვით გამოვლენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და საღამოს ორგანიზატორები.

 

გარდა ამისა, უნივერსიტეტის მუზეუმიდან და ბიბლიოთეკის ფონდებიდან, სააქტო დარბაზის ფოიეში გამოიფინება თამაზ და ოთარ ჭილაძის საარქივო მასალები, პოეტური კრებულები, რომანები და სხვა ნაწარმოებები. საღამოზე დამსწრე საზოგადოება იხილავს ოქროს ფონდში დაცულ უნიკალურ კადრებსა და ჩანაწერებს. პოეზიის საღამო გააერთიანებს ჭილაძის შემოქმედების ყველა თაობის თაყვანისმცემელს და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო გააღვივებს ახალგაზრდებში ქართული ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარულს.

 

დაინტერესებული პირებისთვის ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

Related events