17 დეკემბერს, 18.00 საათზე, შედგება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის No OTG-I-23-584 – „ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დასახლებული პუნქტების ცვლილებების შეფასება და გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნა თანამგზავრული და აეროფოტოების დამუშავებით მიღებული ორთოფოტოების საფუძველზე“ შედგენილი მონოგრაფიის (ISBN 978-9941-9930-6-0) წარდგენა.
წიგნის ავტორები არიან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი გაფრინდაშვილი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ელიზბარაშვილი, ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი, თსუ-ს გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი ნინო ჩიხრაძე, გეოგრაფიის დოქტორი თამარ ჭიჭინაძე, თსუ-ს დოქტორანტები: თამარ ხუნწელია და ზურაბ რიკაძე.