Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2025-06-02
Beginning 11:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსის შიდა ეზო.

 2 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწვევს მცირე საოჯახო ტიპის სახლების და სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ბავშვებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ შემეცნებით და გასართობ ცდებში ქიმიასა და ფიზიკაში, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში სპეციალურად მოწყობილ ქვიშის მოედანზე და აღმოაჩინონ დამალული არქეოლოგიური არტეფაქტები, გაეცნონ კალიგრაფისტების ნამუშევრებს და  ასევე, ჩაერთონ სხვა უამრავ სახალისო აქტივობაში.

 

მათ მხიარულ განწყობაზე იზრუნებენ ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვები და Lan’Art-ის ბალერინები. ღონისძიებას, ასევე,  გაახალისებს ლოკო-მოკოს ლომი, რომელიც გემრიელი ნუგბარით გაუმასპინძლდება პატარებს.

 

Related events