Date
2025-12-08
Beginning
12:00 HR
Address
ი. ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის დარბაზი
8 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწვევს VI საავტორო სკოლის III კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უმასპინძლებს საბავშვო მწერალი გივი ჩიღვინაძე. იგი მოსწავლეებს წაუკითხავს თავისი შემოქმედებიდან ლექსებს, ესაუბრება წიგნის სიყვარულზე. შეხვედრის ბოლოს კი მწერალი პატარებს დაურიგებს თავის წიგნებს ავტოგრაფით.
მოსწავლეებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ წიგნებს.
Related events