Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2026-03-25
Beginning 13:00 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 107.

25 მარტს, 13:00 საათზე,  გაიმართება საჯარო ლექცია, რომელიც ეხება თსუ გამომცემლობის მიერ 2026 წელს გამოცემული წიგნის პრეზენტაციას - "ხელოვნური ინტელექტი და სამართლიანი სასამართლოს უფლება". ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორი - ნინო გვენეტაძე, სამართლის დოქტორი, ავტორი - ეკა ხუციშვილი.

 

დღეს, როდესაც ალგორითმული მართლმსაჯულება და „პროგნოზირებადი პოლიცია“ გლობალურ რეალობად იქცა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ როგორ იცავს ტრადიციული სამართალი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს „ციფრულ ეპოქაში“. ნაშრომი წარმოადგენს პირველ კომპლექსურ კვლევას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც აანალიზებს ხელოვნური ინტელექტის (AI) გავლენას სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე ევროპული და ამერიკული სტანდარტების ჭრილში.

 

ძირითადი თემები: საერთაშორისო გამოწვევა - AI და „შავი ყუთის“ (Black Box) პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში;

სახის ამოცნობის სისტემები; პროგნოზირებადი პოლიცია; სხვა AI პროდუკტები თანამედროვე სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში;

AI-სთან დაკაშირებული უახლესი ევროპული და ამერიკული სასამართლო პრაქტიკა; ევროკავშირის AI აქტი, ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენცია და სხვა უახლესი სტანდარტები;

საკანონმდებლო რეკომენდაციები საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემისთვის.

 

მომხსენებლები: 

მოდერატორი: ნინო გვენეტაძე — სამართლის დოქტორი, თსუ-ს პრორექტორი, ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორი.

ავტორი: ეკა ხუციშვილი — იურისტი, ადამიანის უფლებათა ექსპერტი, ფულბრაიტის

სტიპენდიანტი.

 

Related events