Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2026-04-22
Beginning 13:45 HR
Address ი.  ჭავჭავაძის გამზირი N1. თსუ I კორპ. აუდიტორია 320.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვის უფლებების ცენტრი აგრძელებს საჯარო ლექციათა ციკლს. 

 ამჟამად, დაინტერესებულ სტუდენტებსა და პროფესორებს სხვადასხვა მიმართულებიდან, გიწვევთ 22 აპრილს, 11 სთ, თსუ I კორპუსის 320-ე აუდიტორიაში ლექციებზე აქტუალური თემატიკით:

 

1.  „ბავშვთა დაცვა მიგრანტ ოჯახებსა და ბავშვებთან მუშაობისას“, ლექციას გაუძღვება პროფესორი კატი ტურტიანენი, ფინეთის იავასკულას უნივერსიტეტიდან. პროფესორი ტურტიანენი 30 წელზე მეტია მუშაობს მიგრანტთა ინტეგრაციის საკითხებზე ფინეთში.

 

2. „გარემოსა და კლიმატური კრიზისი მომავლის პერსპექტივიდან - ბავშვთა უფლებებისა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ დღესვე მოსაგვარებელი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები“, ლექციას გაუძღვება პროფესორი სატუ რანტა-ტურკო, ფინეთის იავასკულას უნივერსიტეტიდან. პროფესორი რანტა-ტურკო  ფოკუსირებულია მდგრადობის, სოციალური და ეკოლოგიური საკითხების ურთიერთდამოკიდებულების ანალიზზე.

 

 

ლექციის ენა: ინგლისური

 

ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობით დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მისამართზე chrc@tsu.ge. ერთად მოვემსახუროთ ბავშვების ინტერესების განხორციელებასა და უფლებების დაცვას.

Related events