Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
Date 2026-05-22
Beginning 14:00 HR
Address ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი  კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.

22 მაისს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა  უმასპინძლებს ქართველ პოეტს, მთარგმნელს, დიპლომატს, პუბლიცისტ რაულ ჩილაჩავას.  გაიმართება ავტორის შვიდწიგნეულის განხილვა, რისთვისაც მას მიენიჭა რუსთაველის პრემია. გამოცემის მნიშვნელობასა და ავტორის მრავალმხრივ შემოქმედებაზე ისაუბრებენ ცნობილი  პიროვნებები.  შვიდწიგნეულის შექმნის ისტორიასა და შინაარსობრივ თავისებურებებზე ისაუბრებს თავად ავტორი.

რაულ ჩილაჩავა   160-ზე მეტი გამოცემის ავტორია. იგი არის საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიას საპატიო დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების წევრი, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ასევე უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი. საზოგადოებრივი და დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებში, რაულ ჩილაჩავა 1992-2005 წლებში უკრაინის მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2005-2010 წლებში  უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში.

Related events