ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული და კულტურულ -საგანმანათლებლო მიმართულების პროექტი “ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“ 12-13 ივნისს ატარებს XV საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას.
კონფერენციის მიზანია: სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრო- მლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენცია არის მრავალპროფილიანი, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებისათვის. მის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა საფეხურის სტუდენტებს.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
1.ჰუმანიტარული მეცნიერებანი (ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, ეთნოლოგია, ევროპეისტიკა, ამერიკათმცოდნეობა და სხვა)
2.სოციალური მეცნიერებანი (ჟურნალისტიკა, კონფლიქტოლოგია, ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია)
3.ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
4.სამართალმცოდნეობა
5.ეკონომიკა და ბიზნესი
6.მედიცინა და სხვა
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.