22 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და თსუ-ის ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით, გაიმართება ღონისძიება - „ღამე ბიბლიოთეკაში-2“.
კონკურსის შედეგად შეირჩევა ათი ნაშრომი. გამარჯვებული ავტორები მონაწილეობას მიიღებენ პროექტში - „ღამე ბიბლიოთეკაში 2“. მათ, საკუთარი არჩევანიდან გამომდინარე, საშუალება ექნებათ, თსუ-ის ბიბლიოთეკის სივრცეში (ღამის საათებში) დაწერონ მხატვრული ჩანახატი ან ესე.
აღნიშნული პროექტი “ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს” ეძღვნება.
აქტივობის მიზანია, თსუ-ის მასშტაბით გამოვლინდეს სტუდენტთა წერითი და აკადემიური უნარები.
პროექტის ათივე გამარჯვებული დაჯილდოვდება, ხოლო მათი ნაშრომები გამოიცემა წიგნად.