თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აგრძელებს საბავშვო ღონისძიებების სერიას - „უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბავშვებს“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს ბიბლიოთეკაში მასპინძლობენ თანამედროვე საბავშვო მწერლები, პოეტები და მთარგმნელები. შეხვედრებზე იმართება საინტერესო დისკუსიები ლიტერატურის ირგვლივ. მოსწავლეებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა დაათვალიერონ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, გაეცნონ მის ფონდებში დაცულ უნიკალურ, უძველეს ნაბეჭდ წიგნებს.
10 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწვევს 39-ე და 69-ე საჯარო სკოლების III-V კლასის მოსწავლეებს, რომელთაც უმასპინძლებს მთარგმნელი ია კოროშინაძე. იგი მოსწავლეებს ესაუბრება მის მიერ ნათარგმნ ლუსი მოდ მონტგომერის რამდენიმე წიგნზე: „ენი მწვანე მეზონინებიანი სახლიდან“, „ ენი კუნძულიდან“, „ენი ევონლიდან.“