იუნესკოს დადგენილებით, მთელ მსოფლიოში 2002 წლიდან ყოველწლიურად ტარდება „ფილოსოფიის დღე“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი ტრადიციულად უერთდება ამ თარიღის და 12-13 ნოემბერს, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში, ატარებს ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ კონფერენციას.
კონფერენცია ეძღვნება ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოსის და საზოგადო მოღვაწის შალვა ხიდაშელის (1911-1991) დაბადებიდან 115 წლისთავს. 12 ნოემბერს თსუ მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „შალვა ხიდაშელი 115’’.
კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის, თეოლოგიის, რუსთველოლოგიის, მედიევისტიკის, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის, რელიგიის, ხელოვნების, ისტორიის, ფილოლოგიის სფეროებს.