25 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ მოდულის „კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები“ ფარგლებში გაიმართება მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „როცა ზღვა იყო მშვიდი...“ ჩვენება (ფილმის ხანგრძლივობა - 20 წუთი).
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება შეხვედრა ფილმის შემოქმედებით გუნდთან. დარბაზში გამოიფინება „ცოცხალი“ სოხუმის მაკეტი, რომელიც მოწვეულ საზოგადოებას, სტუდენტებს მისცემს საშუალებას გაუღვივოს სურვილი ჩაუღრმავდეს აფხაზეთის ისტორიას, მოიძიოს ვიდეოკადრები, ურთიერთობა დაამყაროს თანატოლებთან. ზოგიერთი მათგანი ხომ აფხაზეთს სწორედ სტუდენტური აქტივობებიდან იცნობს.
ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინო ცენტრის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიება გაიმართება თსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების აქტიური ჩართულობით.