ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეობისთვის, ვისაც მიღებული აქვს განათლება უცხო ქვეყანაში
თსუ- ში მოქმედებს შვიდი ფაკულტეტი:
- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (ლინკი)
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ლინკი)
- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (ლინკი)
- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (ლინკი)
- იურიდიული ფაკულტეტი (ლინკი)
- მედიცინის ფაკულტეტი (ლინკი)
- ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (ლინკი)
თსუ-ში სწავლა
- თსუ-ში სწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქემ (აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი), ვისაც მიღებული აქვს განათლება უცხო ქვეყანაში უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადი.
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიალურად დამოწმებული დოუმენტები უნდა აიტვირთოს შესაბამის ველში.
- იმ შემთხვევაში, თუ ქართულ ენაზე შესაბამისი დოკუმენტაციის ნოტარიალურად დამოწმებული ასლების წარმოდგენა არ არის შესაძლებელი, აღნიშნული მომსახურების თანხა შეადგენს 100 (ასი) EUR ექვივალენტს ლარში.
ხაზინაში თანხების ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები:
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი - -----------
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - --------- (სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაწეული მომსახურების საფასური).
- თსუ-ში სწავლის მსურველმა კანდიდატმა უნდა (აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი) წარმოადგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, მის სახელზე უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა და აღიარება ასეთის არსებობის შემთხვევაში ან შეავსოს განცხადების ფორმა (დანართი 2).
შენიშვნა:
ა) დანართი N1 - განცხადება რექტორის სახელზე;
ბ) დანართი N2 - განცხადება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელზე (უცხო ქვეყანაში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა და აღიარება).
- სხვა პირის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, განცხადებას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა);
- მშობლის მიერ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, მშობელმა უნდა წარმოადგინოს არასრულწლოვანი შვილის (18 წლამდე) დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დასაშვებია:
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში (აბიტურიენტი);
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში. ზემოაღნიშნული კანდიდატები თსუ ში სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ სსიპ–შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდება წელიწადში ორჯერ ზამთარსა და შემოდგომაზე.
ზოგადი უნარების გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მოქალაქემ უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში სსიპ–შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. რეგისრტრაციისათვის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს: პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტა, საქართველოსი რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი. გამოცდაში მონაწილეობის საფასურს (100ლარი) იხდის წინასწარი რეგისტრაციის ვადაში. (ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაციის ვადების, გამოცდის ჩატარების თარიღისა და ადგილის განსაზღვრის თაობაზე ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www. naec.ge).
განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებისათვის:
- განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით) - დანართი N1;
- განცხადება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელზე (უცხო ქვეყანაში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა და აღიარება), დანართი N2;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისათვის:
- განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით) - დანართი N1;
- განცხადება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელზე (უცხო ქვეყანაში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა და აღიარება), დანართი N2;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოპოვებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკადემიური ცნობა).
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დასაშვებია:
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (თსუ სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობით გათვალისწინებული კვალიფიკაცია);
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში არანაკლებ 75 დღისა, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის:
- განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით) - დანართი N1;
- განცხადება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელზე (უცხო ქვეყანაში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა და აღიარება), დანართი N2;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი, ან ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე).
- თსუ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის/სწავლის გაგრძელების მსურველმა კანდიდატმა წინამდებარე დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანება.
საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტებისათვის:
- განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით) - დანართი N1;
- განცხადება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელზე (უცხო ქვეყანაში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა და აღიარება), დანართი N2;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებისის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ბაკალავრის დიპლომი, დიპლომის დანართი, ან ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მაგისტრატურაში) მიღებული (დაგროვებული) კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკადემიური ცნობა).
- ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია საქართველოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. აღნიშნული პროგრამა არის 60-კრედიტიანი, მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები თავიანთი არჩევანის შესაბამისად, სწავლას აგრძელებენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (60 კრედიტიანი) განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით) - დანართი N1;
- განცხადება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელზე (უცხო ქვეყანაში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობა და აღიარება), დანართი N2;
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
- უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განცხადების მიღების ვადები:
თსუ-ში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019-2020 სასწავლო წელს შემოდგომის სემესტრისათვის საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა - 31ივლისი, ხოლო გაზაფხულის სემესტრისათვის -31 იანვარი.
მიღების წინაპირობები:
- თსუ-ში სწავლის მსურველი აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი ვალდებულია პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გაიაროს ვიდეო გასაუბრება.
- აბიტურიენტი/სტუდენტი/ მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს გამოცდას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების ენაში. ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატი/საბაზო/სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი თავისუფლდება ენის/ენების გამოცდიდან.
- (აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების მიზნით გადის თსუ-ს მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე (ონლაინ რეჟიმში).
გამოცდების შესახებ ინფორმაცია შესაძლებელია მოიძიონ ფაკულტეტების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობებში. (ლინკი www.Tsu.ge)
სწავლის საფასური
- სწავლის საფასურის ოდენობა განისაზღვრება ჩარიცხვის წლისათვის დადგენილი საუნივერსიტეტო ტარიფების შესაბამისად.
შენიშვნა: ქვემოთ მოცემულ ცხრილში საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასურის ტარიფები განსაზღვრულია 2019-2020 სასწავლო წლისთვის.
თსუ ფაკულტეტები/საგანმანათლებლო პროგრამები (ბაკალავრიატი/ერთსაფეხურიანი/მაგისტრატურა)
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
ბიოლოგია |
2250 |
გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია |
2250 |
გეოგრაფია |
2250 |
გეოლოგია |
2250 |
ეკოლოგია |
2250 |
ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია |
2250 |
კომპიუტერული მეცნიერება |
2250 |
მათემატიკა |
2250 |
ფიზიკა |
2250 |
ქიმია |
2250 |
კომპიუტერული მეცნიერება (ქართულ - ფრანგული) |
2250 |
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო (SAN DIEGO STATE UNIVERSITY)
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ელექტრული ინჟინერია (Electrical Engineering) |
19976 |
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერული ინჟინერია (Computer Engineering) |
19976 |
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ქიმია/ბიოქიმია (Chemistry/Biochemistry) |
19976 |
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
საგანმანათლებლო პროგრამა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) |
სწავლის საფასური (ლარი) |
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები |
2250 |
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები |
2250 |
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა |
2250 |
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
2250 |
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
ევრაზიისა და კავკასიის კვლევები (ინგლისურენოვანი) Eurasian and Caucasian Studies |
2250 |
2250 |
|
2250 |
|
2250 |
|
2250 |
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
ბიზნესის ადმინისტრირება |
2250 |
ეკონომიკა |
2250 |
ტურიზმი |
2250 |
ეკონომიკა ( ISET ინგლისურენოვანი) ISET - International School of Economics |
2250 |
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
2250 |
|
2250 |
|
2250 |
|
ეკონომიკა ( ISET ინგლისურენოვანი) International School of Economics |
4500 |
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
სამართალი |
2250 |
საერთაშორისო სამართალი |
2250 |
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
2250 |
|
2250 |
|
5850 |
|
2250 |
|
3000 |
მედიცინის ფაკულტეტი
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
6000USD ექვივალენტი ლარში |
|
2250 |
|
2250 |
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა |
სწავლის საფასური (ლარი) |
4500USD ექვივალენტი ლარში |
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბაკალავრო პროგრამები |
სწავლის საფასური (ლარი) |
2250 |
თსუ რექტორის თანხმობის წერილი
შევსებული განაცხადის/აპლიკაციის ფორმების, სრულყოფილი დოკუმენტების წარმოდგენისა და საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღების წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თსუ გასცემს რექტორის წერილობით თანხმობას სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
თსუ-ში ჩარიცხვა
- თსუ-ში ჩარიცხვამდე აბიტურიენტი/მაგისტრანტობის კანდიდატი/სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს უნივერსიტეტთან ხელშეკრულება, რომელიც უნდა ამოიბეჭდოს, მოეწეროს ხელი და დასკენერებული დოკუმენტი აიტვირთოს შესაბამის ველში. (ლინკი, ხელშეკრულების ფორმა).
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამოიცემა რექტორის ბრძანება თსუ-ში ჩარიცხვის თაობაზე