Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
     
    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
    დეკანის ბრძანება
                                                                                                                                        
    №   25/29 - 1
    27.08.2015  
    ქ.თბილისი


    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისიის  შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
    „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს 2015 წლის 26 ივნისის სხდომის ოქმი №4 დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დებულების“ 26-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად
    ვბრძანებ:
    1.    დამტკიცდეს  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისია შემდეგი  შემადგენლობით:
    ა)  ელისო კვირკაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
    ბ)  ნათია ჟღენტი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
    გ) ნინო დოხტურიშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
    2.    დამტკიცდეს  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე საბუთების მიმღები კომისია შემდეგი  შემადგენლობით:
    ა) მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
    3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
    4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


    ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოც. პროფესორი    ნ.ფარესაშვილი