Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
        ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 ნოემბრის №412 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ნ” ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-4 პუნქტის, უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების უფროსის მ. აბესაძის 2013 წლის  16 ივლისის №29971/02 და უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის 2013 წლის 17 ივლისის №20135/02 კორესპონდენციების საფუძველზე,
    ვბრძანებ:

    1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 05 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში:

    ა)    დანართი №1-ის 14.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,14.1. საგეგმო-საფინანსო განყოფილება – თამარ შენგელია, განყოფილების უფროსი სპეციალისტი.”
    ბ) დანართი №1-ის 43-ე მუხლის 10.2. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    ,,10.2. ელენე დათუკაშვილი – ინსტიტუტის ბიბლიოთეკის გამგე – საბიბლიოთეკო ფონდზე პასუხისმგებელი პირი.”

    2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
    3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



    ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე