Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ბ-ნი გიორგი ტალახაძის 2013 წლის 06 აგვისტოს N№22169/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
    ვბრძანებ:

    1.    შევიდეს ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 13 თებერვლის N№17/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ” და ,,ზ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
    ,,ბ) ლიანა მჭედლიშვილი - მატერიალური რესურსების მართვის     დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი, კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე”;
    ,,ზ) ერეკლე კუპატაძე  - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის  სამეურნეო განყოფილების უფროსი”.
    2. დაევალოს კაცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
    3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
    4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                        დავით ჩომახიძე