„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის "ა", "ბ" "ს" და "ტ" ქვეპუნქტების, მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე
ვბრძანებ:
- შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს N92/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტით დამტკიცებულ N2 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს, ახალი წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N2, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე