Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2013 წლის 16 სექტემბრის №4833/27 (№28230/02, 17.09.2013) წარდგინების საფუძველზე,

    ვბრძანებ:

    1.    შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს №92/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე განსაზღვრული ვაკანტური ადგილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვედარგების სომხური ფილოლოგიისა და ინგლისური ფილოლოგიის ვაკანტური ადგილები განისაზღვროს შემდეგნაირად:

    "ინგლისური ფილოლოგია - 10"
    "სომხური ფილოლოგია - 3"

    2.    შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს №92/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე განსაზღვრული ვაკანტური ადგილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქვედარგის ახალი და უახლესი ისტორიის ვაკანტური ადგილები განისაზღვროს შემდეგნაირად:

    "ახალი და უახლესი ისტორია – 6"

    3.    შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს №92/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ სადოქტორო პროგრამაზე "კულტურის კვლევები" განსაზღვრული ვაკანტური ადგილები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

    "კულტურის კვლევები - 6"

    4.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
    5.    ბრძანების დაინტერესებულ პირისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
    6.    ბრძანება ძალაშია დაინტერესებული მხარისათვის გაცნობისთანავე.









    რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
    რექტორის მოადგილე                                     მარინე ჩიტაშვილი