Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-9 და მე-12 პუნქტების ,,წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 2 ივლისის №14 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის დებულების’’ მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე,                          

    ვბრძანებ:

    1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუნივერსიტეტო-საგამომცემლო საბჭოს შექმნის შესახებ’’ რექტორის 2013 წლის 16 ოქტომბრის №125/01-01 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით -

    ა) ,,1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საქმიანობის სრულყოფისა და გამომცემლობის ფუნქციონირების საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნას საუნივერსიტეტო - საგამომცემლო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

    ა) ვლადიმერ პაპავა - რექტორი, აკადემიკოსი - კომისიის თავმჯდომარე;
    ბ)..მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, პროფესორი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
    გ) ლევან ალექსიძე -  რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი, პროფესორი;
    დ) მარინე ჩიტაშვილი  - რექტორის მოადგილე, პროფესორი;
    ე) დავით ჩომახიძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
    ვ) თამარ ვეფხვაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
    ზ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;
    თ) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი;
    ი) ნინო კაკულია  -  გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ რედაქტორი;
    კ)..ნანა მამაგულიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
    ლ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და  განვითარების დეპარტამენტის უფროსი;
    მ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
    ნ) გიორგი კვერენჩხილაძე - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი;
    ო).რეზო გოგოხია - ჟურნალი ,,ეკონომიკა და ბიზნესის’’ რედაქტორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
    პ) ზაზა სხირტლაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
    ჟ) რომან შაქარიშვილი - მედიცინის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
    რ) რევაზ ჯორბენაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
    ს) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი;
    ტ)თენგიზ სირაძე - უნივერსიტეტის გამომცემლობის კოორდინატორი;
    უ) ირმა რუხაძე  -  რექტორის თანაშემწე (კომისიის მდივანი);’’

    2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
    3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
    4. ბრძანება ძალაშია  საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
         

    რექტორი, აკადემიკოსი                                      ვლადიმერ პაპავა