ცვლილება შეტანილია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 19 დეკემბრის №179/01-01 ბრძანებით
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დამტკიცდეს ,,ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესი“ (დანართი N1) (ცვლილება შეტანილია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 19 დეკემბრის №179/01-01 ბრძანებით)
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა