Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ’’ დებულების მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების 2014 წლის 15 ივლისის №21867/02, 2014 წლის 10 ივლისის №21402/02, 2014 წლის 08 ივლისის №21010/02, 2014 წლის 14 ივლისის №21793/02,  2014 წლის 14 ივლისის №21704/02, 2014 წლის 08 ივლისის №21025/02, 2014 წლის 07 ივლისის №20909/02, 2014 წლის 10 ივლისის №21298/02, 2014 წლის 10 ივლისის №21322/02, 2014 წლის 10 ივლისის №21397, 2014 წლის 14 ივლისის №21764/02, 2014 წლის 15 ივლისის №21907/02, 2014 წლის 15 ივლისის №21927/02, 2014 წლის  10 ივლისის №21310/02, 2014 წლის 15 ივლისის №21941/02, 2014 წლის 16 ივლისის №22093/02, 2014 წლის 16 ივლისის №22086/02, 2014 წლის 17 ივლისის №22155/02, წარდგინებების საფუძველზე,

 ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენ კომისიაში შესაყვან პირთა მუდმივმოქმედი სია (დანართი N1).
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოადგილე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი                                                                          აკადემიკოსი ლევან ალექსიძე