სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის    2015 წლის 24 დეკემბრის №47888/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი – მე-3 ნაწილების, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და  სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 24 დეკემბრის №47888/02 კორესპონდენციის საფუძველზე, 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
	
		სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2015 წლის 24 დეკემბრის №47888/02 კორესპონდენციაში დასმული საკითხების შესწავლის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი  შემადგენლობით: 
ა)
	
		დარეჯან თვალთვაძე (თავმჯდომარე) – რექტორის მოადგილე;
ბ)
	
		თამარ ვეფხვაძე (თავმჯდომარის მოადგილე) _ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
გ)
	
		ზვიად მურადაშვილი – რექტორის მოადგილის (სასწავლო დარგში) კონსულტანტი;
დ)
	
		რუსუდან სანადირაძე _ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ე)
	
		მაია გრიგოლია _ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების უფროსი;
ვ)
	
		სოფიო ცინცაძე _ იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის მდივანი); 
ზ)
	
		ირმა მშვენიერაძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
თ)
	
		ეთერ გიგაური - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
ი) რუსუდან ლალაზაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
კ) ნანა მაისურაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
2.
	
		ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
3.
	
		ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
	
	რექტორი, პროფესორი                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
