Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

        ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ _  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2  პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N126 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ამავე წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 მუხლის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 4 დეკემბრის №17/04 ერთობლივი ბრძანების "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ,"  რექტორის 2013 წლის 10 დეკემბრის №167/01-01 ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის დ. თვალთვაძის 2013 წლის 16 დეკემბრის №38894/02 წერილის საფუძველზე

    ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

    1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;

    2. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

    3. კონკურსი გამოცხადდეს 2013 წლის 17 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 20 იანვრიდან 2014 წლის 8 თებერვლამდე. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2014 წლის 24 თებერვლისა.

    4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:

    1. საქართველოს ისტორია

           ასოცირებული პროფესორი _ 1

    2. რომანული ფილოლოგია, ფრანგული ენა

    ასოცირებული პროფესორი _ 1

    6. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ  თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:

    ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე ( დადგენილი ფორმის მიხედვით);

    ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული  (CD)   სახით  (ფაილის ფორმატი - Word ან  PDF); 

    გ)   პირადობის მოწმობის ასლი;

    დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

    ვ)   სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ზ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

    თ)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია. 


    7. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება   2014 წლის 20 იანვრიდან 2014 წლის                8 თებერვლამდე 930-დან  1800 საათამდე,  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში.  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;


    8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა დეპარტამენტს;

    9. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტში"

    10. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;

    11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.



    რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,

    რექტორის მოადგილე                                     მერაბ ელიაშვილი