Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
      „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცე¬ბის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტის საფუძველზე,

    ვბრძანებ:

    1. 2015 წლის 7-10 მაისს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის ICAE-2015 (CF/75/9-280/14) ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:


    ა) ვლადიმერ პაპავა _ თსუ რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
    ბ) მერაბ ელიაშვილი _ თსუ რექტორის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
    გ) დავით ჩომახიძე _ თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელი,   თავმჯდომარის მოადგილე; 
    დ) რამაზ ბოჭორიშვილი _  ზუსტ  და   საბუნებისმეტყველო    მეცნიერება ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, თავმჯდომარის მოადგილე;  
    ე) ზაალ გულაშვილი  _ ზუსტ და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერება  ფაკულტეტის დოქტორანტი, ჯგუფის მდივანი;
    ვ) გიორგი ღვედაშვილი  _  თსუ   სამეცნიერო   კვლევებისა  და   განვითარების    დეპარტა¬მენტის უფროსი, ჯგუფის წევრი; 

     
    ზ) არჩილ კუკულავა _ თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
    თ) ნანა მამაგულიშვილი _ თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
    ი) ირაკლი საღარეიშვილი _ თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
    კ) ტარიელ ზარანდია _ თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
    ლ) გიორგი ტალახაძე _ თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი; 
    მ) დავით სართანია _ თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
    ნ) ლია მაჭავარიანი  _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის პროფესორი, კონფერენციის თავმჯდომარე, ჯგუფის წევრი;
    ო) ალექსანდრე თევზაძე _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის
    დეკანის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
    პ) დალი ნიკოლაიშვილი _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის
    ასოცირებული პროფესორი, ჯგუფის წევრი;
    ჟ) გიორგი ბრეგვაძე _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ჯგუფის წევრი;

    2. დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და კონფერენციის ფინანსური უზრუნველ¬ყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო             ხელშეკ-რულება CF/75/9-280/14) გამოყოფილი 30 000 ლარის და სარეგისტრაციო გადასახადიდან შემოსული თანხის გამოყენებით (დანართი №1).
    3. კონფერენციის მონაწილეთათვის (გარდა გრანტით გათვალისწინებული მოწვეული პირებისა) დაწესდეს სარეგისტრაციო გადასახადი და დაევალოს საფინანსო დეპარტმენტს ანგარიშის გახსნა.
    4. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონის¬ძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
    5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნი¬კური აღჭურვილობითა და კონფერენციის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
    6. დაევალოს უნივერიტეტის მუზეუმს კონფერენციისათვის გამოფენის სათანადო მოწყობის უზრუნველყოფა.
    7. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის  მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
    8. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენ¬ციის სათანადოდ გაშუქება.
    9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და   განვითა-რების დეპარტამენტს.
    10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსი¬ტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
    11. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
    12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

    რექტორი, პროფესორი                                                      აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა