Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon
       ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წერილის (35314/02; 09.10.2014) საფუძველზე

    ვბრძანებ:

    1.    ჩატარდეს კონკურსი 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ჰელსინკის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი ერთსემესტრიანი სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიანტი) შესარჩევად.
    2.       კონკურსი ჩატარდეს 2014 წლის 13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსი¬ტე¬ტის მეორე კორპუსში, ოთახი №203 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3).
    3.    დამტკიცდეს სტიპენდიანტთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი  შემადგენლობით:
    ა)    კომისიის თავმჯდომარე - ლია წულაძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეც¬ნიე¬რე¬ბათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
    ბ)    კომისიის წევრი -  ნანა მაჭარაშვილი (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეც-ნიე¬რე¬ბათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
    გ)    კომისიის წევრი -  ზვიად აბაშიძე (თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეც¬ნიე-რე¬ბათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი).
    4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კო¬ორდი¬ნატორი ლელა კაცაძე.
    5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
    6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ¬ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
    7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცე¬ლა¬რიას.
    8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    რექტორი,პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა