სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილებით (დამტკიცებული თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს ოქმი №10 29.12.2014წ.) დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-2 მუხლის  მე-3 პუნქტის, ამავე წესის მე-3 მუხლის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“  სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 24 ივნისის №11/04  ერთობლივი ბრძანების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანი გაფრინდაშვილის 2016 წლის 4 ივლისის №22125/02 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
	
	
		გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.
	
	
		უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3.
	
	
		კონკურსი გამოცხადდეს 2016 წლის 4 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2016 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2016 წლის 23 სექტემბრისა;
4.
	
	
		კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: 
აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
თურქოლოგიის კათედრა   
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
არაბისტიკის კათედრა  
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა 
ასისტენტ-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
შუა საუკუნეების ისტორიის კათედრა  
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
სახვითი ხელოვნების კათედრა  
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ტელე-კინო ხელოვნების კათედრა  
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასისტენტ-პროფესორი – 3 საშტატო ერთეული
ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ფოლკლორისტიკის კათედრა  
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრა  
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ენა) 
ასისტენტ-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
გერმანული ფილოლოგიის კათედრა (გერმანული ლიტერატურა)
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
რომანული ფილოლოგიის კათედრა (ფრანგული ლიტერატურა) 
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
რომანული ფილოლოგიის კათედრა (ესპანური ფილოლოგია) 
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
არქეოლოგიის კათედრა 
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
კულტურის კვლევების კათედრა 
ასისტენტ-პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
ასისტენტ-პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
5.
	
	
		აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);           
		
		
		 
       
		
		
		
 
       
		
		
		
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ვ) სამოტივაციო წერილი.
6.
	
	
		საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2016 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით., 930-დან 1800 საათამდე, თსუ  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,  მისამართი:  თბილისი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, II სართული, ოთახი N 207;
7.
	
	
		ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
8.
	
	
		ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.
	
	
		დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
10.
	
	
		ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
	
	
	რექტორის მოვალეობის 
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე
