Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ


   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ა” და ,,ნ’’ ქვეპუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის  2017 წლის 16 მარტის N№3543/10 წერილის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი”-ს ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე “ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 26 ნოემბრის №154/02-01 ბრძანებაში: 

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” ფასიანი მომსახურების ღირებულების დადგენის თაობაზე”;

ბ)  ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო კურსის ,,სურსათის უვნებლობა და საინსპექციო კონტროლი” – ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 300 ლარით”;

გ) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სასერტიფიკატო კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 15 მსმენელის    არსებობის შემთხვევაში.”

დ)  ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 21 პუნქტი:

   ,,21. სასერტიფიკატო კურსის მოცულობა – 87 საათი”;

ე)   ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 22 პუნქტი:

,,22. სასერტიფიკატო კურსის მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს   1  საათი – 30 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4. დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ნუნუ ოვსიანიკოვა