Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი  განათლების  ცენტრის ტრენინგკურსის  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება“-ს ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის   2018 წლის 05 ნოემბრის N277/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2019 წლის 02 ოქტომბრის N18700/10 წერილის  საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვა და ადმინისტრირება“-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 30 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს    240 ლარის ოდენობით;
2.  მასწავლებლის  ანაზღაურება   განისაზღვროს  1 საათი –  55 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3.  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4. დაევალოს    საინფორმაციო    ტექნოლოგიების დეპარტამენტს    ბრძანების    განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი          ნუნუ ოვსიანიკოვა