Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 52-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2020 წლის 11 სექტემბრის № 142/20 ბრძანების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 7 სექტემბრის №167/01-01   ბრძანების,   საქართველოს   განათლების,   მეცნიერების,   კულტურისა   და სპორტის მინისტრის 2020 წლის 15 სექტემბრის MES 9 20 0000834890 ბრძანებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2020 წლის 01 ოქტომბრის N16195/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების შედეგებისა და რეიტინგული სიის გათვალისწინებით აპლიკანტები დანართი №1 და დანართი №2 შესაბამისად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე