Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის    ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის   ხელმძღვანელის ნინო ქურდაძის 2020 წლის 9 ოქტომბრის N16960/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში შტატგარეშე პოზიციაზე სპეციალისტის (ტექნიკოსი) – (1 ვაკანსია) შესარჩევად.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 820 (რვა ასოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) (სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა)  ჰქონდეს საშუალო-განათლება;
ბ) ჰქონდეს   აპარატურა/დანადგარებთან (ლაზერული მჭრელი,  რელიეფური ჭრის აპარატი,  3D პრინტერი, უვი (UV) პრინტერი (ბრტყელ ზედაპირზე საბეჭდი დანადგარი),
3D პრინტერი FELIX) მუშაობის გამოცდილება;
გ)  იცნობდეს  თსუ-ში  მოქმედ  რეგულაციებს  პოზიციის  სპეციფიკიდან გამომდინარე;
4. უნარები:
ა) კომპიუტერული უნარების ფლობა;
ბ) გუნდური მუშაობისა და  კომუნიკაციის უნარი;
გ) დამოუკიდებელად მუშაობის უნარი; 
დ) დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
ე) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
5.ცოდნის გადაცემისა   და ინოვაციების   ცენტრის   სპეციალისტის   (ტექნიკოსი) ფუნქციებია:
ა)ცოდნის   გადაცემისა   და   ინოვაციების   ცენტრში   არსებული   აპარატურის   და დანადგარების  (ლაზერული მჭრელი,  რელიეფური ჭრის აპარატი,  3D პრინტერი,
უვი (UV) პრინტერი (ბრტყელ ზედაპირზე საბეჭდი დანადგარი), 3D პრინტერი FELIX)
გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) ცოდნის   გადაცემისა   და ინოვაციების ცენტრში შემოსულ სტუდენტებისათვის კონსულტაციების    გაწევა;
გ) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში სასწავლო კურსების ჩატარების ხელშეწყობა;
დ) ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების  ცენტრის მატერიალური ფასეულობების დაცვა- შენახვაზე და მოძრაობაზე კონტროლი;
6. კონკურსში   მონაწილეობის   მსურველ   აპლიკანტს   მოეთხოვება   შემდეგი   საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე ელექტრონულად;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან   გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში შტატგარეშე პოზიციაზე   სპეციალისტის (ტექნიკოსი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1); (დანართი 2).
9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი   უნდა იქნეს 2020  წლის 20  ოქტომბრიდან  2020  წლის  30 ოქტომბრის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს",  ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის  „სპეციალისტი (ტექნიკოსი)“;
10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრში შტატგარეშე პოზიციაზე 
სპეციალისტის (ტექნიკოსი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge-ზe;
11.  საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს   2020 წლის 20 ნოემბერისა;
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე