Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 30 იანვრის N24/02-01 ბრძანების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი   საბჭოს   თავმჯდომარის,   პროფესორის   თ.   გაგოშიძის   13.10.2020წ. N17202/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდეს, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტი „ჰიპერგლიკემიით გამოწვეული ფუნქციური    დატვირთვის     საპასუხოდ     ჰეპატოციტების     პოლიპლოიდიზაციის ცვლილებების შესწავლა ალოქსანური დიაბეტის განვითრების ადრეულ ეტაპზე“.
2. დაევალოს   საფინანსო   დეპარტამენტს,   თანხების   ხარჯვა   განახორციელოს გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტიდან;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე    ბრძანება    კანონმდებლობით    დადგენილი    წესით    გადაეცეს დაინტერესებულ    პირს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულს    (საფინანსო დეპარტამენტი);
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი     ლაშა საღინაძე