Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 15 ოქტომბრის N17380/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 19 ოქტომბერი;
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 20- 21 ოქტომბერი;3. გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან -22-23 ოქტომბერი;
4. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 26 ოქტომბერი;
5. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 27 ოქტომბერი;
6. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 28 ოქტომბერი;
7. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 29 ოქტომბერი;
8. შიდა  მობილობის  წესით  სტუდენტების  გადასვლის  შესახებ  რექტორის  ბრძანების პროექტის მომზადება - 29 ოქტომბერი;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10.ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
11.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე