Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“  ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის 2020 წლის 12 ოქტომბრის N21178/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20120 წლის  14-15 ოქტომბერს  გაიმართოს  სამეცნიერო  კონფერენცია  „ქართულ- ოსურ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები “.
2.კონფერენციის ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცდეს  კონფერენციის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გიორგი შარვაშიძე - რექტორი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ნუნუ მიცკევიჩი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე –კომისიის წევრი;
გ) ლია გიგაური – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე –კომისიის წევრი;
დ)  ლაშა საღინაძე - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – კომისიის წევრი;
ე) გიორგი ალიბეგაშვილი – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავჯმდომარე – კომისიის წევრი;
ვ) მზექალა შანიძე - უნივერსიტეტის ემერიტუსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი - კომისიის წევრი;
ზ) ნანა გაფრიდაშვილი - უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  – კომისიის წევრი;
თ) ავთანდილ  არაბული  -  უნივერსიტეტის  არნოლდ   ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი – კომისიის წევრი;
ი) ნაირა ბეპიევი - უნივერსიტეტის ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი – კომისიის წევრი;
კ) თინათინ ბოლქვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - კომისიის წევრი;
ლ) ელენე ბესოლოვა - ვასილ აბაევის სახელობის ჩრდილო ოსეთის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი – კომისიის წევრი;
მ) თამაზ გამყრელიძე - უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო პრეზიდენტი - კომისიის წევრი;
ნ) მანანა გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - კომისიის წევრი;
ო) თამარ გელაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი – კომისიის წევრი;
პ) ვიტორიო სპრინგფილდ ტომელერი – მაჩერატას უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი –კომისიის წევრი; 
ჟ) სონია ფრიტცი – გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტი, პროფესორი –კომისიის წევრი;
რ)ირმა რატიანი - უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – კომისიის წევრი;
ს) ნანა მაჭავარიანი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი,  უნივერსიტეტის  არნოლდ  ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი - კომისიის წევრი;
ტ) თინათინ მარგალიტაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ლექსიკოგრაფიული ცენტრის უფროსი - კომისიის წევრი;
უ) მაია გურაბანიძე - უნივერსიტეტის მუზეუმის დირექტორი – კომისიის წევრი;
ფ) ზურაბ  გაიპარაშვილი  -  უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელი  – კომისიის წევრი;
ქ) თამარ ებრალიძე - უნივერსიტეტის   გამომცემლობის დირექტორი, კომისიის წევრი;
ღ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ყ) ნანა მამაგულიშვილი - უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
შ) ირაკლი საღარეიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი; 
ჩ)გიორგი ღვედაშვილი-სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ც) გიორგი ტალახაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;
ძ) ნინო პოპიაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი – კომისიის წევრი;

3. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას კონფერენციის პროგრამისა და თეზისების დაკაბადონება, რედაქტირება და ელექტრონული გამოცემა, ასევე, საკონფერენციო მასალების კრებულის დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
4. დაევალოს   საზოგადოებასთან   ურთიერთობის   დეპარტამენტს საუიბილეო ღონისძიებათა გაშუქება. 
5. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე