Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ

1. შევიდეს   ცვლილება   „სსიპ   –   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში  2020-2021 სასწავლო  წლის სასწავლო  პროცესის  ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 13 ივლისის N132/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში:

ა) ბ.გ.  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ“. სააუდიტორიო მეცადინეობები - 14 სექტემბერი-18 ოქტომბერი (სრულად ელექტრონული მოდელით), 19 ოქტომბერი - 26 დეკემბერი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები  დისტანციურ რეჟიმში)“;

ბ) ბ1.გ.  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::
„ბ1.გ. სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი - 18 ოქტომბერი (სრულად ელექტრონული მოდელით), 19 ოქტომბერი - 26 დეკემბერი და 9-16 იანვარი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები  დისტანციურ რეჟიმში)“;

გ) „გ1 ზ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ1ზ.) სააუდიტორიო მეცადინეობები - 21 სექტემბერი-18 ოქტომბერი (სრულად ელექტრონული მოდელით), 19 ოქტომბერი - 26 დეკემბერი და 9-16 იანვარი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები  დისტანციურ რეჟიმში)“.

დ) „ე.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.გ. სააუდიტორიო მეცადინეობები-21    სექტემბერი-18    ოქტომბერი    (სრულად ელექტრონული მოდელით), 19 ოქტომბერი - 26 დეკემბერი და 9-16 იანვარი (პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები არადისტანციურ რეჟიმში, ხოლო სასაწავლო პროცესის სხვა კომპონენტები  დისტანციურ რეჟიმში)“.

2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი    გიორგი შარვაშიძე