Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-7 და მე-15 მუხლების, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-101 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით    დამტკიცებული    საჯარო    სამართლის    იურიდიული    პირის    –    ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის   №135/ნ   ბრძანების   ,,რეზიდენტურის   ალტერნატიულ   დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა  და  იმ  სამედიცინო  დაწესებულებების  ან/და  სასწავლებლების  აკრედიტაციის კრიტერიუმების     და     წესის     დამტკიცების     შესახებ,     რომლებშიც     შესაძლებელია დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული  მზადების)  კურსის  გავლა“,  ,,სსიპ  _ ივანე ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის      სახელმწიფო      უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის  დამტკიცების  შესახებ“  თსუ  რექტორის  2010  წლის  13  სექტემბრის  №83/01-01 ბრძანების, ,,ა(ა)იპ-ივანე      ჯავახიშვილის   სახელობის      თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტში           რეზიდენტურის  ალტერნატიული   დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის    №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის  2020 წლის 26 ოქტომბერის №18191/32 წარდგინების საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული    დიპლომისშემდგომი     განათლების     (პროფესიული     მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა პროგრამაზე:

1.1. პალიატიური მედიცინა (სუბსპეციალობა) - 4  ადგილი.

2. რეზიდენტურის  ალტერნატიული  დიპლომისშემდგომი  განათლების  (პროფესიული მზადების) სუბსპეციალობის მაძიებელთა   პროგრამაზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1.საბუთების მიღება – 27 – 30 ოქტომბერი;

2.2. გასაუბრება – 04 ნოემბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 06 ნოემბერი.

3. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი     გიორგი შარვაშიძე