Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის 2020 წლის 10 ნოემბრის N19631/32 წარდგინების საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.  შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)    სპეციალობის   მაძიებელთა    პროგრამებზე    მიღებისა    და    მასთან დაკავშირებული  ორგანიზაციული  საკითხების  მოწესრიგების  თაობაზე’’  რექტორის 2020 წლის 9 ნოემბრის N223/01-01 ბრძანების პირველსა და მეორე პუნქტში: 

ა) ბრძანების პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.   გამოცხადდეს   მიღება   სსიპ   –   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021  სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა პროგრამებზე:

1.1.  უროლოგია - 1 რეზიდენტი
1.2.  დერმატო-ვენეროლოგია - 3 რეზიდენტი
1.3.  რეპროდუქტოლოგია - 1 რეზიდენტი
1.4.  ლაბორატორიული მედიცინა - 4 რეზიდენტი
1.5.  თერაპიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი
1.6.  ორთოპედიული სტომატოლოგია - 2 რეზიდენტი.’’

ბ) ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა    პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით განისაზღვროს შემდეგი ვადები:

2.1. საბუთების მიღება – 16 -24 ნოემბერი;
2.2. გასაუბრება – 25 ნოემბერი;
2.3. შედეგების გამოცხადება – 26 ნოემბერი.’’

2.  ბრძანების  დაინტერესებული  პირებისათვის  გადაცემა  დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას
3.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი    გიორგი შარვაშიძე