Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 სექტემბრის N820672 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N100/2020 (01/10/2020) დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2020 წლის 17 ნოემბრის N20010/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ელექტრონული ფორმით განხორციელების წესი”  დანართი N1-ის შესაბამისად.
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ელექტრონული ფორმით განხორციელების წესი მოქმედებს ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პერიოდში, როდესაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს ეძლევათ უფლება, სასწავლო პროცესი წარმართონ შერეული სწავლების ფორმით, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირისპირ სწავლებასთან ერთად აერთიანებს ონლაინ/დისტანციურ სწავლებას.


3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ელექტრონული ფორმით განხორციელების წესის  მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე მიმდინარე სასწავლო პროცესი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გაგრძელდეს დისტანციური სწავლების ფორმით, თსუ პროფესიული განათლების ცენტრის N08/127-01 (11.09.2020) ბრძანებით შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით.
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების ელექტრონული ფორმით განხორციელების წესის  მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვადად განისაზღვროს არა უგვიანეს 5 სამუშაო დღე წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე