Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2020 წლის 2 დეკემბრის N20928/10 წერილის  საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2020 წლის შემოდგომის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის  შესახებ“  რექტორის  2020    წლის  9  ოქტომბრის  N200/01-01  ბრძანების პირველი    პუნქტით    დამტკიცებულ    N1    დანართში    და    აღნიშნული    დანართი ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე