Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ”   საქართველოს  კანონის   მე-2  მუხლის   ,,ლ“ ქვეპუნქტის,  23-ე მუხლის პირველი პუნქტის  და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე და 63-ე მუხლების, ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების №3   დანართით   დამტკიცებული   ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების’’, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ აკადემიური საბჭოს  2018 წლის 26 თებერვლის №80/2018 წლის დადგენილების პირველი და  მე-2 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013  წლის   11  სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო  გეგმის ფორმის და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ანგარიშის ფორმის დამტკიცებისა და მათი შედგენისა და წარდგენის წესის დამტკიცების  თაობაზე“  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2018  წლის  14  მაისის N121/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი, მასზე თანხდართული დანართებით ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -   ,,1. დამტკიცდეს თანდართული
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების - დეპარტამენტის/სამსახურის  1 წლიანი და  3 წლიანი სამოქმედო გეგმების ფორმა’’ (დანართი №1) და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების - დეპარტამენტის /სამსახურის ანგარიშის ფორმა“ (დანართი N2).“.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე